Thumbnail
  • გერმანული კომპანია ახალი თაობის შიდა წვის ძრავების შექმნას არ აპირებს
  • Daimler-ის პრიორიტეტი ელექტროძრავების შექმნაა

თანამედროვე შიდა წვის ძრავის შემქმნელები Mercedes-ის დამფუძნებლები გოტლიბ დაიმლერი და ვილჰელმ მაიბახი არიან. აღსანიშნავია, რომ ალტერნატივა მაშინაც არსებობდა, თუმცა მეოცე საუკუნის დასაწყისში ელექტროძრავებმა  შიდა წვის ძრავებისთვის კონკურენციის გაწევა ვერ შეძლეს. საუკუნის შემდეგ გერმანული ავტოგიგანტი თავად ამბობს უარს შიდა წვის ძრავის მოდიფიცირებაზე და აქცენტს მთლიანად ელექტროძრავებზე აკეთებს. 

Daimler-ის წარმომადგენლის მარკუს შაიფერის განცხადებით, კომპანია ეტაპობრივად აპირებს უარი თქვას ბენზინის და დიზელის ძრავებზე. ის არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში Daimler-ის ინჟინრები უკვე გამოშვებული ძრავების გარკვეული კომპონენტების გაუმჯობესებაზე იმუშავებენ. მაგრამ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი თაობის შიდა წვის ძრავების შექმნას აღარ აპირებს.

Daimler ჯერჯერობით არ ასახელებს თარიღს, როდესაც კომპანია მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადაერთვება. Daimler-სგან განსხვავებით კიდევ ერთმა გერმანულმა ავტო გიგანტმა Volkswagen-მა უკვე დაასახელა წელი, როდესაც შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების გამოშვებას შეწყვეტს. 2026 წლიდან Volkswagen მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები