Thumbnail

დიდ ბრიტანეთში მსოფლიოში ყველაზე დიდ ქარის ელექტროსადგურს ააგებენ

  • ქარის ელექტროსადგურების კომპლექსი ბრიტანეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ამუშავდება
  • მშენებლობა 2020 წელს დაიწყება და სამი წელი გაგრძელდება

დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის ელექტროსადგურების კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. მშენებლობაში მონაწილეობას კომპანიები SSE და Equinor მიიღებენ. ქარის ელექტროსადგურების კომპლექსის მშენებლობა 2020 წლის იანვარში დაიწყება, ელექტროენერგიის გამომუშავებას კი სადგური 2023 წლიდან შეძლებს.

მასშტაბური მშენებლობის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ ზღვაში განლაგებული კომპლექსი ელექტროენერგიას დიდი ბრიტანეთის 7 მილიონამდე სახლს მიაწვდის.სულ რამდენიმე წლის წინ ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებამ მისი ფასი საგრძნობლად დასწია. 

გასული წლის დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის ბალანსში განახლებადი ენერგიის წყაროებზე 33 პროცენტი მოდიოდა, რაც ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. განსაკუთრებით სწრაფად სწორედ ქარის ენერგიის სექტორი იზრდება. ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის წილი ბაზარზე  ჯერ კიდევ ათის წლის წინ მხოლოდ 2%-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 17%-ს გადააჭარბა. 2018 წლის განმავლობაში გარკვეულ პერიოდში ქარის ელექტროსაგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის წილი 30%-ს აღემატებოდა

კომენტარები

ბოლო ამბები