Thumbnail

ალგორითმი პაციენტს წელის ტკივილის მოხსნაში დაეხმარება

  • წელის ტკივილის მკურნალობა სმარტფონის აპლიკაციით არის შესაძლებელი
  • პროგრამა გერმანულმა კომპანია Kaia Health-მა შექმნა

წელის ტკივილი თანამედროვე ადამიანისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული  ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი ფაქტორია. სტატისტიკის მიხედვით ამ მიზეზით შეერთებულ შტატებში ექიმთან ყოველი მესამე პაციენტი მიდის. წელის ტკივილი ამერიკაში წლის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით ყოველ მეორე შრომისუნარიან ადამიანს აწუხებს. წელთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობაზე ქვეყანაში ყოველწლიურად 50 მილიარდი დოლარი იხარჯება. 

გერმანულმა კომპანია Kaia Health-მა სმარტფონისთვის სპეციალური აპლიკაცია შექმნა, რომელიც ადამიანს წელის ტკივილის მოხსნაში დაეხმარება. მომხმარებელმა უნდა გასცეს პასუხი მთელ რიგ კითხვებს, რომლებიც ტკივილის არეალს და ინტენსივობას ეხება. ამის შემდეგ ალგორითმი ინფორმაციას დაამუშავებს და ოპტიმალურ ყოველდღიურ ვარჯიშებს დანიშნავს. პროგრამას თავადაც შეუძლია შეაფასოს თუ როგორ ასრულებს პაციენტი ფიზიკურ ვარჯიშებს. ამისათვის მომხმარებელმა ვარჯიში სმარტონზე უნდა ჩაწეროს. 

აღსანიშნავია, რომ Kaia-ს პროგრამაზე გამოცდილი ფიზიოთერაპევტრები და ექიმები მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონის აპლიკაციით წელის ტკივილის მკურნალობას ბევრი სკეპტიკოსი გამოუჩნდა, კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პროგრამა ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურია, ვიდრე ფიზიოთერაპია. ამ ეტაპზე გერმანული კომპანია  შეერთებული შტატების ბაზრის ათვისებას გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები