Thumbnail

Xiaomi Mi Mix Alpha - ჩინური კომპანიის ახალი ფლაგმანი

  • Xiaomi-ს ახალი სმარტფონი თითქმის მთლიანად ეკრანისგან შედგება
  • Mix Alpha გაყიდვაში წლის ბოლო გამოვა

სმარტფონების სერია Mi Mix- ით Xiaomi ყოველთვის ცდილობდა ინოვაციური მიდგომის დანერგვას. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ ორიგინალური მოდელით დაიწყო და გაგრძელდა შარშანდელი Mi Mix 3-ით. ახალი სმარტფონი Mi Mix Alpha ამ ტენდენციას აგრძელებს. დისფლეი თითქმის მთელ მოწყობილობას იკავებს გარდა მცირე მონაკვეთისა სმარტოფნის უკანა მხარეს, სადაც კამერის მოდულია განთავსებული. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სმარტფონი მთლიანად ეკრანისგან შედგება.

Mix Alpha-ს გააჩნია ახალი 108 მეგაპიქსელიანია სენსორი, რომელიც ჩინურმა კომპანიამ Samsung-თან ერთად შეიმუშავა. მოწყობილობის საფუძველია  სისტემა Qualcomm Snapdragon 855+. სმარტონს შეუძლია ეკრანი დინამიკის ფუნქციით გამოიყენოს, ასევე გააჩნია სპეციალური ალგორითმი კლავიშზე არასწორად დაჭერის შემთხვევაში და 5G მხარდაჭერა.

Xiaomi ახალ სმარტფონს კონცეპტუალურ პროდუქტდ მიიჩნევს. შესაბამისად  Mi Mix შეზღუდული რაოდენობით დამზადდება. პრეზენტაციაზე ტელეფონის პროტოტიპი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეი ცზიუნმა წარადგინა. ახალი სმარტფონი გაყიდვაში სავარაუდოდ წლის ბოლოს, დეკემბერში გამოვა. მისი ღირებულება 2800 დოლარი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები