Thumbnail

Boston Dynamics რობოტი ძაღლების გაყიდვას იწყებს

  • უნივერსალური რობოტის ფასი ჯერჯერობით უცნობია
  • რობოტს სამშენებლო სფეროში და პოლიციაში გამოიყენებენ

რობოტების მწარმოებელმა კომპანია Boston Dynamics-მა რობოტი ძაღლების სერიული წარმოება დაიწყო. რობოტი Spot, რომელსაც მანამდე Spot Mini-თ მოიხსენიებდნენ, კომპანიის ერთ-ერთი ყველა ცნობილი და პოპულარული პროდუქტია. Boston Dynamics-მა არაერთხელ წარმოადგინა ამ რობოტის შესაძლებლობები. კომპანიამ მოდელის გაყიდვაში გამოსვლის დაანონსებასთან ერთად რობოტი ძაღლის პრეზენტაციისთვის ახალი ვიდეო გაავრცელა. 

Spot-ს აკუმულატორი შესაძლებლობას აძლევს საათნახევარი პაუზის გარეშე იმოძრაოს. მას შეუძლია 14 კილოგრამი ტვირთის გადატანა. რობოტი ძაღლი -20 გრადუს ტემპერატურაში და +45 სიცხეში თანაბრად წარმატებით მუშაობს. ის ასევე დაცულია წვიმისგან, მტვერისგან, უძლებს ძლიერ დარტყმებს.

Boston Dynamics-ის რობოტის ღირებულება ჯერ ცნობილი არ არის. კომპანიაში აცხადებენ, რომ რობოტი ძაღლების გამოყენება რამდენიმე მიმართულებით შეიძლება, მათ შორის სამშენებლო მოედნებზე და პოლიციაში. არსებობს ინტერესი ცნობილი ცირკის Cirque du Soleil-ის მხრიდანაც, რომელსაც რობოტების გამოყენება საკუთარ შოუში სურს. 

Boston Dynamics-მა ასევე წარმოადგინა რობოტ Atlas-ის სადემონსტრაციო ვიდეო რგოლი. ამ ვიდეოში ჰუმანოიდი რობოტი რთულ აკრობატულ ნახტომებს ასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები