Thumbnail

დრონმა ტურბორეაქტიული ძრავით პირველი ფრენა შეასრულა

  • საფრენმა აპარატმა ტურბორექტიული ძრავით ფრენა ნიუ იორკის აეროპორტში შეასრულა
  • დრონი Monarch 5-ის ძრავით არის აღჭურვილი

ნიუ იორკის აეროპორტის ტერიტორიაზე ჰაერში სრულიად უჩვეულო საფრენი აპარატი გამოჩნდა. ეს დრონი ტურბორეაქტიული ძრავით არის აღჭურვილი. მისი ძრავი თვითმფრინავის ძრავის მცირე ზომის ანალოგია. Monarch 5-ის ტურბორეაქტიულ ძრავის მწარმოებელი კომპანია UAV Turbines-ია. 

ტურბორექტიული ძრავები დიდი რაოდენობით საწვავს იყენებენ და ხმაურსაც გამოსცემენ. მიუხედავად ამისა, ინჟინრები მიიჩნევენ, რომ მათ პროექტს არაერთი დადებითი მხარე აქვს. დრონს შეუძლია მაღალ სიმაღლეზე იფრინოს, ატმოსფეროში ასვლის შემდეგ კი ხმაური საგრძნობლად მცირდება, რადგან მაღალი სიხშირის ხმა ზემოთ მიემართება. ამავე დროს შესაძლებელია ძრავის მოდიფიცირება ისე, რომ მან ელექტროენერგია გამოიმუშავოს.

UAV Turbines-ის ჯგუფი ამჟამად თავისი გამოგონების კომერციული მიზნით დანერგვისთის ინვესტორებს და პარტნიორებს ეძებს. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ Monarch 5-ის ძრავით აღჭურვილი დრონები მალე ისეთივე პრაქტიკული და გავრცელებული იქნებიან, როგორც თვითმფრინავები. 

კომენტარები

ბოლო ამბები