Thumbnail

Scania-ს თვითმავალ სატვირთო ავტომობილს მძღოლის კაბინა არ აქვს

  • AXL-ზე კამერები, რადარები, ლიდარები და GPS-ია დამონტაჟებული
  • სატვირთო ავტომობილი ბიოსაწვავზე მუშაობს

შვედურმა კომპანია Scania-მ, რომელიც სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებს აწარმოებს, ახალი მოდელი AXL წარმოადგინა, რომელიც ტრანსპორტის ევოლუციის ნათელი მაგალითია. Scania-ს  თვითმავალ სატვირთოს მძღოლის კაბინა არ გააჩნია. თვითმავალი ტრანსპორტის პროექტებზე შვედური კომპანია აქამდეც მუშაობდა, თუმცა ყველა მსგავს შემთხვევაში ავტომობილებს დაზღვევის მიზნით მძღოლის განსათავსებელ ადგილს უტოვებდნენ.

AXL ჯერჯერობით პროტოტიპის სახით არის წარმოდგენილი, თუმცა შვედურ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მისი რეალიზება და კომერციული მიზნით წარმოება მხოლოდ დროის ამბავია.  კაბინის გარეშე ავტომობილის აწყობა გაცილებით იაფი დაჯდება. Scania-ში ირწმუნებიან, რომ ეს ტრანსპორტი იმდენად საიმედოა, რომ მასში მძღოლის თუნდაც დაზღვევის მიზნით განთავსება საჭირო აღარ არის. 

AXL აღჭურვილია კამერებით, რადარებით, ლიდარებით და GPS-ით, რაც მას სივრცეში ორიენტაციას უმარტივებს. თუ ავტომობილმა გზაზე შეამჩნია ადამიანი ან რაიმე დაბრკოლება შუქის ინდიკატორებს რთავს, რითიც მიანიშნებს, რომ გზის გათავისუფლებამდე მოძრაობას აღარ გააგრძელებს.სატვირთო ავტომობილი ბიოსაწვავზე მუშაობს. 

Scania-ს ახალი სატვირთო ავტომობილს ძირითადად წიაღისეულის მოპოვების ადგილებში გამოიყენებენ. ამ ავტონომიური ტრანსპორტის გამოყენებით უკვე დაინტერესებულია რამდენიმე შვედური კომპანია. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები