Thumbnail

ელექტრო მიკროავტობუსი Canoo დამუხტვის შემდეგ 400 კილომეტრს გადის

  • კალიფორნიულმა სტარტაპმა აქცენტი ელექტრო მიკროავტობუსებზე გააკეთა
  • მიკროავტობუსი გზებზე 2021 წელს გამოჩნდება

ახალი კომპანიები, რომლებიც ელექტრო ტრანსპორტს უშვებენ, ძირითადად სპორტულ ავტომობილებზე მუშაობენ. ასეთი ავტომობილი ძალიან ძვირი ღირს და ამერიკელი ან ევროპელი საშუალო კლასის წარმომადგენლისთვის ფინანსურად მიუწვდომელია. 

კალიფორნიულმა სტარტაპმა Canoo-მ აქცენტი სრულიად განსხვავებულ სეგმენტზე აიღო. კომპანია ელექტრო მიკროავტობუსების გამოშვებას გეგმავს. სტარტაპის წარმომადგენლის განცხადებით, მათი ტრანსპორტი პრაქტიკულია, ფასი კი არც ისე მაღალი. დიზაინერი რიჩარდ კიმი, რომელიც მანამდე ელექტრომობილ BMW i3-ზე მუშაობდა, აღნიშნავს, რომ: 

ეს პირველი პროექტია, რომელზეც ვმუშაობ და მგონია, რომ ხალხისთვის სასარგებლო იქნება. ეს ავტომობილები ოჯახისთვის იდეალურ ტრანსპორტად მიმაჩნია.

დამუხტვის შემდეგ Canoo-ს ელექტრომობილს 400 კილომეტრს გადის. ორ ტონიან ავტომობილს 600 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია. მიკროავტობუსს შვიდი კამერა, ხუთი რადარი და თორმეტი ულტრაბგერითი სენსორი გააჩნია. კალიფორნიული სტარტაპი მიკროავტობუსის პლატფორმაზე სხვა ელექტრომობილების აწყობას გეგმავს. 

ცნობილია, რომ 2021 წელს მიკროავტობუსების სერიული წარმოების დაწყების შემდეგ Canoo მათ გაყიდვაში არ გამოუშვებს. სტარტაპი ტრანსპორტს სხვადასხვა კომპანიებს მიაქირავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები