Thumbnail

ტელესკოპ FAST-ს არამიწიერი ცივილიზაციების ძიებაში გამოიყენებენ

  • ყველაზე დიდი რადიო რადიო ტელესკოპის მშენებლობა 185 მილიონი დოლარი დაჯდა
  • FAST სამხრეთ ჩინეთში, გუიჩჟოუს პროვინციაშია განლაგებული

ათწლეულების განმავლობაში კოსმოსი ორი სუპერ სახელმწიფოს- ამერიკის შეერთებული შტატების და საბჭოთა კავშირის სრული ჰეგემონიის და ერთმანეთთან შეჯიბრის სივრცე იყო. თუმცა ბოლო პერიოდში კოსმოსური სახელმწიფოს სტატუსი კიდევ ერთმა ქვეყანამ გაიმყარა. ჩინეთმა უკანასკნელ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი კომოსური მისია გააგზავნა. ჩინური “ჩანე 4” კი პირველი კოსმოსური აპარატი გახდა რომელიც მთვარის უკანა მხარეს დაეშვა.

მნიშვნელოვან მისიებთან ერთად ჩინეთი კოსმოსის გამოსაკვლევად მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ანხორციელებს. ერთ-ერთი მათგანია სამხრეთ ჩინეთში, გუიჩჟოუს პროვინციაში განლაგებული რადიო ტელესკოპი FAST. ეს ობიექტი დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიო ტელესკოპია, რომლის დიამეტრი 500 მეტრია. მშენებლობის ღირებულებამ 185 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 

FAST-ს ციური სხეულებიდან წამოსული სუსტი რადიო ტალღების დაფიქსირებაც კი შეუძლია. ამ მხრივ ჩინური ტელესკოპი გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე პუერტო რიკოში განლაგებული არესიბოს ობსერვატორიის ტელესკოპი, რომელიც მანამდე რადიო ტელესკოპებს შორის ყველაზე დიდი იყო. FAST-ის ერთ-ერთი დანიშნულება არამიწიერი ცივილიზაციების ძებნა იქნება.

ჩინეთის კოსმოსური პროგრამები შეერთებული შტატებისგან განსხვავებით ძირითადად დახურული და გასაიდუმლოებულია. თუმცა FAST-თან დაკავშირებით ჩინეთის მთავრობამ განსხვავებული მიდგომა აირჩია. უცხოელ ასტრონომებს საშუალება ექნებათ გუიჩჟოუს პროვინციაში  ჩავიდნენ და ჩინელ მეცნიერებთან იმუშაონ. 

კომენტარები

ბოლო ამბები