Thumbnail

Space X-მა კოსმონავტიკის ისტორიაში ყველაზე მძლავრი რაკეტა წარადგინა

  • Starship-ის პროტოტიპი ტეხასში ააწყეს
  • საცდელი ფრენის დროს რაკეტა 20 კილომეტრის მანძილზე უნდა ავიდეს

ილონ მასკმა საკუთარი კომპანიის ყველაზე ამბიციური პროექტი, გიგანტურ ხომალდ Starship-ის პროტოტიპი ოფიციალურად წარადგინა. Space X-ს ამ რაკეტასთან დაკავშირებით მართლაც გრანდიოზული გეგმები აქვს. უახლოეს ნახევარ წელიწადში Starship-მა ორბიტას უნდა მიაღწიოს, ამის შემდეგ კი დაიწყება მთვარეზე და მარსზე პილოტირებული მისიების დაგეგმვა. Starship-ს მხოლოდ კოსმოსის ათვისებისათვის არ გამოიყენებენ. გიგანტური რაკეტის საშუალებით ტვირთებს დედამიწის ერთი ნაწილიდან მეორეში უსწრაფესად გადაიტანენ.

Starship-ის პროტოტიპ Mk1-ის გვერდით პრეზენტაციის დროს Space X-ის პირველი რაკეტა Falcon-იც იყო წარმოდგენილი. Falcon კომპანიის პირველი რაკეტაა, რომელმაც 11 წლის წინ შეძლო ორბიტაზე გასვლა და ამით მასკის კომპანიის განვითარებას დაუდო საფუძველი.  

Mk1 ამჟამად ამჟამად ტეხასში, ბოკა ჩიკას პოლიგონზე იმყოფება. ინჟინრები მისი კონსტრუქციის დამუშავებას ჯერ კიდევ აგრძელებენ. პარალელურად ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე Space X-ის გუნდი მეორე პროტოტიპზე, Mk2-ზე მუშაობს. Starship Raptor-ის ექვსი ძრავით იქნება აღჭურვილი. Mk1 თავდაპირველად 20 კილომეტრის სიმაღლეზე უნდა ავიდეს. საცდელი ფრენა სავარაუდოდ ორ თვეში შესრულდება. 

ილონ მასკის განცხადებით Space X-ის ორივე გუნდი პარალელურ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. ორბიტას ან ტეხასში აწყობილი პროტოტიპი Mk3  მიაღწევს ან ფლორიდაში დამზადებული Mk4. იმის გათვალისწინებით, რომ კოსმოსური ხომალდები მრავალჯერადი დანიშნულების არიან, Space X-ის დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ მათი გამოცდა დროის მოკლე მონაკვეთში მოხერხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები