Thumbnail

სატურნის თანამგზავრს უნივერსალური რობოტები შეისწავლიან

  • ტიტანის გამოსაკვლევად NASA მისიას 2026 წელს გააგზავნის
  • სატურნის თანამგზავრს 12 რობოტი შეისწავლის

სატურნის ყველაზე დიდ თანამგზავრს დაბალი ტემპერატურის და ყინულოვანი ზედაპირის მიუხედავად გააჩნია ატმოსფერო და დედამიწასთან ერთად მზის სისტემის ერთადერთი ობიექტია, სადაც თხევადი მასის არსებობა დამტკიცებულია. რეზერვუარები ტიტანის ზედაპირზე სავარაუდოდ მეთანისგან და ეთანისგან შედგება. სწორედ ეს რეზერვუარები იწვევს მეცნიერების განსაკუთრებულ ინტერესს. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ამ სივრცეში შესაძლებელია მიკროორგანიზმების არსებობა.

ტიტანის კვლევაში უმნიშვნელოვანესი იყო კოსმოსურ ხომალდ კასინი-ჰიუიგენსის მისია. კასინი კოსმოსში 1997 წლის ოქტომბერში გაუშვეს. სწორედ ამ კოსმოსური ხომალდის მიერ გადაღებული მასალის საფუძველზე 2006 წელს მეცნიერებმა დოკუმენტურად დაადგინეს სატურნის თანამგზავრზე თხევადი მასის არსებობა.

იმისათვის, რომ ტიტანის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო სატურნის  თანამგზავრზე უნივერსალური რობოტების გაგზავნას გეგმავს. ამ რობოტებს კალიფორნიის შტატში, პასადენაში განლაგებულ NASA-ს ლაბორატორიაში აწყობენ. რობოტმა თანაბრად წარმატებით უნდა შეძლოს იმოძრაოს ტიტანის ზედაპირზე, გაცურონ მეთანის ტბებში და სატურნის თანამგზავრს ზემოდან გადაუფრინოს.

ვიზუალურად რობოტი უპილოტო საფრენი აპარატის მსგავსია. პროტოტიპი უკვე დამზადებულია და მზადაა გამოსაცდელად. NASA ტიტანზე 12 რობოტს გააგზავნის. მისიამ სტარტი 2026 წელს უნდა აიღოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები