Thumbnail

ვირტუალური კლინიკა Amazon-ისგან

  • Amazon-ის  თანამშრომლები სამედიცინო პერსონალს აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირდებიან. 
  • Amazon Care ამჟამად საპილოტე ეტაპზეა

ამაზონმა ახალი პროექტი  სახელწოდებით Amazon Care წარადგინა. პროექტის ფარგლებში აპლიკაცია შეიქმნა,  რომელიც კომპანიის თანამშრომლებს სამედიცინო პერსონალთან ვირტუალური კომუნიკაციის საშუალებას აძლევს, აპლიკაციაზე წვდომა ამაზონის  თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს ექნებათ. მომხმარებლებს  ნებისმიერ დროს შეეძლებათ, ჩეთისა და ვიდეოზარის მეშვეობით სასურველი პროფილის ექიმს დაუკავშირდნენ. 

 პროექტი ვაშინგტონში მდებარე კომპანია Oasis Medical Group-თან თანამშრომლობით  განხორციელდა. აპლიკაციით სარგებლობა, ამ ეტაპზე, ამაზონის სიეტლის კამპუსის თანამშრომლებს შეუძლიათ, თუმცა იგეგმება, რომ სერვისით დროთა განმავლობაში, კომპანიის  სხვა თანამშრომლებმაც ისარგებლონ. აპლიკაცია თავსებადია iOS 12.0-თან და Android 6.0-თან, ასევე მათ შემდგომ ვერსიებთან. 

 Amazon Care არ გულისხმობს სასწრაფო დახმარებას, სამედიცინო პერსონალი მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში იგზავნება მისამართზე.  სპეციალისტებთან დაკავშირება მომხმარებელს კვირის დღეებში, დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე შეეძლება. არასამუშაო დღეებში კი -  დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე. 

 Amazon Care - ის პირობების თანახმად, სისტემაში ჩართულ ექიმებს რეცეპტის გამოწერის უფლებაც აქვთ, გამოწერილი მედიკამენტი  პაციენტს შეუძლია ონლაინ აფთიაქების მეშვეობით შეუკვეთოს და უმოკლეს ვადაში - 2 საათის განმავლობაში მისამართზე მიიღოს. აპლიკაცია, როგორც პროექტი, საინტერსო წამოწყებაა.  გარდა ინოვაციისა, ის ჯანდაცვის სისტემაში დროისა და ხარჯების დაზოგვის ეფექტურ მიდგომას გულისხმობს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები