Thumbnail

Hiyndai მფრინავი ტაქსის პროეტზე მუშაობს

  • მფრინავი ტაქსის პროექტს NASA-ს ყოფილი ინჟინერი უხელმძღვანელებს
  • Hyundai-მ შესაძლოა საწვავად წყალბადის ელემენტები გამოიყენოს

კორეული კომპანია Hyundai მფრინავი ტაქსის პროექტზე მუშაობს. მისი ხელმძღვანელობა NASA-ს ყოფილ ინჟინერს დაავალეს. ჯაივონ შინი 30 წელი აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველოს თანამშრომელი იყო. NASA-ში ინჟინერი ძრავებზე მუშაობდა. 

კომპანიები, რომლებიც მსგავს პროექტებზე მუშაობენ, ცდილობენ საფრენი აპარატი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტად აქციონ. სწორედ ამიტომ აქცენტი ელექტროძრავებზე კეთდება. თუმცა ამ შემთხვევაში მინუსი ფრენის მანძილია. ასეთი აპარატები ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ათეული კილომეტრის დაფარვას ახერხებენ. წინასწარი შეფასებით, Hyundai-მ შესაძლებელია საჰაერო ტაქსის განვითარების ინოვაციური მეთოდი დანერგოს. კორეულ კომპანიას აქვს წყალბადზე მომუშავე ავტომობილის პროექტი. არ არის გამორიცხული, რომ Hyundai-ს საფრენმა აპარატმა ძრავის ასამოქმედებლად წყალბადის ელემენტი გამოიყენოს.

მფრინავი ტაქსის პროექტზე ერთდროულად რამდენიმე კომპანია მუშაობს. მათ შორისაა Boeing, Aston Martin, Daimler და Audi. თუმცა ყველაზე წარმატებული ამ ეტაპზე გერმანული სტარტაპი Volocopter-ია. გერმანული საჰაერო აპარატი უკვე გამოსცადეს დასახლებული პუნქტში, კერძოდ ბადენ-ვიურტემბერგის დედაქალაქ შტუტგარტში. Volocopter ტრანსპორტის კომერციული მიზნით გამოყენებას სამი წლის შემდეგ გეგმავს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები