Thumbnail

NASA მთვარემავალების შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

  • თანამშრომლობის სურვილი კომპანიებმა ოფიციალურად 2019 წლის 1 ნოემბრამდე უნდა გამოთქვან. 
  • შემოსული განაცხადებიდან, NASA  ორ კომპანიას შეარჩევს.

ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტო  კერძო კომპანიებისგან მთვარეზე მავალი ხომალდების დიზაინზე შეთავაზებებს მიიღებს. ამის შესახებ NASA-ს ვებ-გვერდზე  ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა. თანამშრომლობის სურვილი კომპანიებმა ოფიციალურად 2019 წლის 1 ნოემბრამდე უნდა გამოთქვან. 

კოსმოსური აპარატების შექმნა მთვარეზე ახალი მისიის Artemis-ის ნაწილია. მთვარეზე  გასაგზავნ მავალებზე მუშაობის დაწყება ნასასთვის, ამ ეტაპზე, ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია, რადგან მისია  2024 წელს უნდა განხორციელდეს.

კოსმოსური სააგენტოს მოთხოვნების მიხედვით, აპარატები სამი ნაწილისაგან უნდა შედგებოდეს:  თანამგზავრის ზედაპირზე დამშვები ნაწილი;  ნაწილი, რომლითაც ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე გადაადგილებას და უკან ხომალდთან დაბრუნებას შეძლებენ და მესამე -  საყრდენი კომპონენტი,  რომელიც დანარჩენი ორი ელემენტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. 

შემოსული განაცხადებიდან, ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტო ორ კომპანიას შეარჩევს, რომლებიც სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან, ერთ მავალს ნასა 2024 წელს გაგზავნის, ხოლო მეორეს -  2025 წელს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები