Thumbnail

UPS დრონების გამოყენებას იწყებს

  • UPS-მა ნებართვა აშშ-ს ავიაციის ფედერალური სამმართველოსგან მიიღო
  • კომპანიაში აცხადებენ, რომ დრონების გამოყენება სერვისს უფრო ეფექტურს გახდის

United Parcel Service-მა (UPS) ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური სამმართველოსგან მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი, რაც კომპანიას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. UPS ყოველთვის ცდილობდა თავის საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვას. კომპანია უკვე იყენებს ელექტრო ველოსიპედებს, ელექტრომობილებს და თვითმავალ ტრანსპორტს. კლიენტისთვის ამანათის დრონით მიწოდება UPS-სთვის ამ თვალსაზრისით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

აშშ-ის ავიაციის ფედერალური სამმართველოს მიერ გაცემული სერთიფიკატი UPS-ს დრონების ფლოტილიის შექმნის საშუალებას მისცემს. კომპანიას შეუძლია უპილოტო საფრენი აპარატები ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შეუზღუდავი რაოდენობით გამოიყენოს. დრონებს ფრენა როგორც დღისით, ასევე ღამითაც შეეძლებათ.

ეს ისტორიული მოვლენაა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ამ მიღწევით შემოვიფარგლოთ. ახალი ტექნოლოგიები ადგილზე მიტანის სერვისს სრულად გარდაქმნის. შევეცდებით მომხმარებელს უფრო მეტი სიახლე შევთავაზოთ. დრონების გამოყენება ჩვენ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს გახდის - დევიდ ებნი, UPS-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ჯერ კიდევ მარტში UPS-მა საცდელი პროექტი ჩრდილოეთ კაროლინაში განახორციელა. დრონებს მედიკამენტები სამედიცინო დაწესებულების კორპუსებს შორის გადაჰქონდათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები