Thumbnail

Bollinger Motors-მა ელექტრო ავტომობილების პროტოტიპები წარადგინა

  • Bollinger Motors-მა ელექტრო  ავტომობილების ორი მძლავრი ვერსია წარადგინა.
  • კომპანია  ავტომობილების  წარმოების დაწყებას 2021 წლიდან გეგმავს. 

მიჩიგანში  დაფუძნებული სტარტაპი -  Bollinger Motors ოთხკარიან ელექტრო ავტომობილებს  გამოუშვებს. სტარტაპმა ელექტრომობილის ორი მოდელის - B1-ის  B2-ის პროტოტიპები წარადგინა. 

B1 და   B2 მოდელები მოცულობითა და სათავსოს  დიზაინით განსხვავდებიან. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, Bollinger Motors-ის ელექტრომობილებს ორმაგი ძრავის სისტემა  და დაახლოებით 614 ცხენის ძალა ექნებათ,  ერთი სრული დატენვით კი 322 კილომეტრს გაივლიან. ავტომობილები ერთ საათში 160 კილომეტრის დაფარვას შეძლებენ. 96 კილომეტრი საათში სიჩქარის განვითარებისათვის კი, თითოეულ მოდელს  სულ რაღაც 4.5 წამი დასჭირდება. 

როგორც Bollinger Motors-ის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, სტარტაპი ამჟამად  ფონდებისა და პარტნიორების მოძიებისა და მოლაპარაკებების პროცესშია, რათა საბოლოო წარმოებამდე მივიდეს. ელექტრო  ავტომობილების წარმოების დაწყება 2021 წლიდან იგეგმება, სწორედ ამ პერიოდში გაასაჯაროვებს კომპანია მოდელების  საბოლოო ღირებულებას. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები