Thumbnail

Hero 8 Black - GoPro-ს ახალი კამერა ახალი შესაძლებლობებით

  • Hero 8 Black-ის შეკვეთა 1 ოქტომბრიდან არის შესაძლებელი.
  • GoPro-ს ახალი action კამერის ფასი 399 დოლარია. 

GoPro-მ ახალი action კამერა, სახელწოდებით  Hero 8 Black ოფიციალურად წარადგინა. განახლებული ტექნიკური მახასიათებლებით, მოდელი გადაღების პროცესს ამარტივებს და მომხმარებელს ბევრად მეტ  ფუნქციას სთავაზობს. ახალი  მოდელით 4K რეზოლუციის ვიდეოს გადაღება წამში 60 კადრით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, Hero 8 Black  იდეალურად სტაბილურ  კადრს აფიქსირებს.

როგორც მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ტექნლოგიური მიმომხლიველები აფასებენ, Hero 8 Black  ვიდეოს გადაღების სრულიად ახალ მიდგომებს გვთავაზობს და ის ვიდეო ბლოგერებისათვის განსაკუთრებით მოსახერხებელია. Რაც შეეხება დიზაინს, კომპაქტური  Hero 8 Black მის წინამორბედ ვესიას - Hero 7-ს ჰგავს. კამერას ძველი ვერსიებისგან განსხვავებული  აქსესუარები აქვს -  ის გარე მიკროფონით, LED განათებით  და დამატებითი მოძრავი ეკრანით არის აღჭურვილი. 

GoPro-ს ახალი action  კამერის შეკვეთა 1 ოქტომბრიდან არის შესაძლებელი და მისი ფასი  399 ამერიკული დოლარია. 

კომენტარები

ბოლო ამბები