Thumbnail

Microsoft-მა ახალი თაობის მძლავრი ლეპტოპი Surface Pro X წარადგინა

  • Microsoft-მა  Surface Pro X წინასწარი დაანონსების გარეშე წარადგინა. 
  • Surface Pro X   5 ნოემბერს გამოვა და მისი ფასი 999 დილარი იქნება.

2 ოქტომბერს, კომპანია Microsoft-მა ლეპტოპის ახალი მოდელი  Surface Pro X  წარადგინა. Მოდელს 13 ინჩიანი ეკრანი და მძლავი  SQ1  პროცესორი აქვს, რომელიც Microsoft-მა ტექნოლოგიურ კომპანია Qualcomm-თან ერთად შექმნა. ლეპტოპი  აღჭურვილია მობილური მოწყობილობების სტანდარტული LTE ტელეკომუნიკაციის სისტემით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადგილას ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან. 

Რაც შეეხება ვიზუალს, Surface Pro X განსაკუთრებით თხელი დიზაინით გამოირჩევა, კორპუსის სისქე მხოლოდ  5.3 მილიმეტრია და 763 გრამამდე იწონის. მოწყობილობას წინა ვერსიებთან შედარებით გაუმჯობესებული  და ბევრად სწრაფი დამტენი აქვს.  

ტექნიკური მონაცემების ანალიზის მიხედვით, Surface Pro X  MacBook Air-ის ამჟამინდელ ვერსიაზე სამჯერ სწრაფია. Surface Pro X  5 ნოემბერს გამოვა და მისი ფასი 999 დილარი იქნება.  Როგორც Microsoft-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაციისას აღნიშნეს,   კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ეს პროდუქტი ტექნოლოგიური ბაზრის ერთ-ერთი ბესტსელერი გახდება. აღსანიშნავია, რომ Microsoft-მა  Surface Pro X წინასწარი დაანონსების გარეშე წარადგინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები