Thumbnail
  • Tesla-მ თვითმართვად სისტემებზე მომუშავე სტარტაპი შეიძინა
  • ილონს მასკს სურს კომპანიის ავტომობილებმა სრულ ავტონომიურობას მიაღწიონ

Tesla აქცენტს თვითმართვადი ტრანსპორტის განვითარებაზე და დახვეწაზე აკეთებს. სწორედ ამ მიზნით ილონ მასკის კომპანიამ სტარტაპი DeepScale შეიძინა. ეს სტარტაპი ძირითადად თვითმართვადი სისტემების შექმნაზე მუშაობს. გუნდის გაძლიერებამ სამომავლოდ სრულად ავტონომიური, თვითმართვადი ავტომობილების შექმნის პროცესი კიდევ უფრო უნდა დააჩქაროს. ილონ მასკი ამბობს, რომ ასეთი Tesla-ს მფლობელი საჭიროების შემთხვევაში შეძლებს საკუთარი ავტომობილი ტაქსის სერვისს მიაქირავოს, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს.

DeepScale-ის ტექნოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიურობაა. პროგრამისტებმა შეიმუშავეს ისეთი სისტემა, რომელიც ნაკლებად მძლავრ პროცესორებზე მუშაობს. DeepScale-ის დირექტორი ფორესტ იანდოლი აცხადებს, რომ Tesla-სთან თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგს უკვე უახლოეს მომავალში მოიტანს. 

აღსანიშნავია, რომ წელს Tesla თვითმართვად სისტემაზე მომუშავე თერთმეტმა ინჟინერმა და თავად ამ მიმართულების ხელმძღვანელმა სტუარტ ბოუერსმა დატოვა. DeepScale-ის გუნდმა ეს დანაკლისი უნდა შეავსოს. თავად კომპანიის დამუძნებელ ილონ მასკს სურს 2020 წელს Tesla-ს ავტომობილებმა სრულ ავტონომიურობას მიაღწიონ. 

კომენტარები

ბოლო ამბები