Thumbnail

Visa და MasteCard Libra-ს პროექტის დატოვებას გეგმავენ

  • რამდენიმე კომპანია Libra-ს პროექტში მონაწილეობაზე უარს ამბობს
  • ფეისბუქის კრიპტოვალუტის წინაამღდეგ აშშ-ის კონგრესი და საფრანგეთის მთავრობა გამოდის

ფეისბუქმა საკუთარი კრიპტოვალუტა 2019 წლის ივნისში დაანონსა. Libra-ს პლატფორმის მილიარდობით მომხმარებლისთვის ფინანსური ტრანზაქციების ონლაინ განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცა. Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა პრეზენტაციის დროს აღნიშნა, რომ Libra ახალი საერთაშორისო ვალუტაა, რომლით სარგებლობას ნებისმიერი ადამიანი საბანკო ანგარიშის გარეშე შეძლებს.

პროექტის განხორციელებას სულ მოკლე პერიოდში სერიოზული პრობლემები შეექმნა. აშშ-ის კონგრესი ფეისბუქის კრიპტოვალუტის წინაამღდეგ გამოვიდა. ამერიკელ კანონმდებლებს კითხვები ძირითადად კრიპტოვალუტის უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით აქვთ. საფრანგეთის ხელისუფლება კი ინიციატივით გამოდის Libra ევროკავშირის ტერიტორიაზე საერთოდ არ  ამოქმედდეს. 

ამ პრობლემების ფონზე ფეისბუქის პარტნიორმა რამდენიმე კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ პროექტში მონაწილეობა აღარ სურს, მათ შორისაა Visa და MasteCard. ახალი კრიპტოვალუტის ოპერირებაში სულ 27 ორგანიზაციაა ჩართული. 14 ოქტომბერს ჟენევაში Libra Foundation-ის შეკრება გაიმართება, სადაც ორგანიზაციის წევრები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეთანხმებას შეეცდებიან. ანალიტიკოსების შეფასებით სავსებით რეალურია Libra-ს პროექტი საერთოდ აღარ განხორციელდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები