Thumbnail

ინოვაციური ტანსაცმელი, რომლითაც მუსიკას იგრძნობთ

  • მაღალტექნოლოგიური მაისური მუსიკალური ჟღერადობისაგან მონაცემებს იღებს და ვიბრაციად გარდაქმნის.
  • გამოგონება  სმენადაქვეითებული ან სმენადაკარგული ადამიანებისათვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

Soundshirt  - ასე ჰქვია ინოვაციური მეთოდით შექმნილ მაისურს, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით, მუსიკის შეგრძნებას ხდის შესაძლებელს. უფრო კონკრეტულად, მაისური მრავალი სენსორისაგან შედგება, რომელიც მუსიკაზე რეაგირებს, მისი ჟღერადობისაგან მონაცემებს იღებს და ვიბრაციად გარდაქმნის. შედეგად - მომხმარებელი ბგერებს, პირდაპირი მნიშვნელობით, სხეულით  გრძნობს. 

აღნიშნული ტექნოლოგიის სამიზნე აუდიტორია სმენადაქვეითებული ან სმენადაკარგული ადამიანები არიან. Soundshirt  მათთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს -  ყველა მუსიკალური ჟღერადობა  აღიქვან, სრულფასოვნად  გაერთონ  კონცერტებზე, კლუბებში ან ნებისმიერ სხვა მუსიკალურ ღონისძიებაზე.   

Soundshirt-ის შექმნაზე მოდის ინდუსტრიაში  მოღვაწე ლონდონურმა კომპანია CuteCircuit-მა იმუშავა.  CuteCircuit-ის მიმართულება მოდის სფეროში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვაა. კომპანია Soundshirt-ის პროექტზე მუშაობისას, ჰამბურგის ორკესტრთან თანამშრომლობდა, რათა სპეციალური საჭიროების მქონდე ადამიანებისათვის მაქსიმალურად სრულყოფილი პროდუქტი შეექმნა. 

კომენტარები

ბოლო ამბები