Thumbnail

Los Aerospace რაკეტების გაშვების უჩვეულო მეთოდზე მუშაობს

  • სტარტაპი რაკეტებს დირიჟაბლის საშუალებით გაუშვებს
  • Los Aerospace-ში აცხადებენ, რომ ტექნოლოგიას დიდი პერსპექტივა აქვს

ამერიკულმა კომპანია Los Aerospace სან-ფრანცისკოში გამართულ პრეზენტაციაზე ახალი ტექნოლოგიის დანერგვა დააანონსა. სტარტაპის გეგმავს ორბიტაზე რაკეტების გასაშვებად დირიჟაბლი გამოიყენოს.  Los Aerospace-ში აცხადებენ, რომ ინოვაციური მეთოდით რაკეტების სტრატოსფერომდე გაყვანა ეფექტურიცაა და ფინანსური თვალსაზრისით ბევრად უფრო ეკონომიურიც.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით 50-იან წლებში ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალები ცდილობდნენ რაკეტების კოსმოსში გაშვების დროს დირიჟაბლები გამოეყენებინათ, თუმცა მაშინ ეს პროექტი ვერ განხორციელდა. Los Aerospace-ის ინჟინრების შეფასებით, თანამედროვე ტექნოლოგია ამ პროექტის წარმატების საფუძველი გახდება.

50-იან წლებში იყო მცდელობები და ჩვენი შეფასებით ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდიოდა. ამ ტექნოლოგიის დანერგვა მაშინაც შეიძლებოდა, მაგრამ პრიორიტეტები შეიცვალა. შეერთებული შტატებისთვის იმ დროს უმთავრესი მიზანი მთვარის მისია გახდა. “აპოლოს” პროგრამას მსგავსი ტექნოლოგია არ სჭირდებოდა. თუმცა დღეს სხვა ვითარებაა. ვფიქრობ, რომ მცირე ზომის თანამგზავრების ორბიტაზე გასაყვანად ეს ტექნოლოგია იდეალურია - დეინ რუდი, Los Aerospace-ის წარმომადგენელი.

Los Aerospace-ში აცხადებენ, რომ რაკეტის გაშვებას ნებისმიერი ადგილიდან შეძლებენ და ამისათვის დედამიწაზე არანაირი ინფრასტრუქტურა არ დასჭირდებათ. პირველი სუბორბიტალური ფრენა სტარტაპს მომავალ წელს აქვს დაგეგმილი, ორბიტაზე პირველ რაკეტას კი 2022 წელს გაუშვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები