Thumbnail

Heaviside - ახალი ელექტრო თვითმფრინავი ამერიკული სტარტაპისგან

  • ელექტრო თვითმფრინავს ავტოპილოტის ფუნქცია აქვს
  • თვითმფრინავს დამუხტვის შემდეგ 160 კილომეტრის დაფარვა შეუძლია

ამერიკული სტარტაპი Kitty Hawk Google-ის დამფუძნებლის ლარი პეიჯის და კომპანია Boeing-ის დაფინანსებით შეიქმნა. სტარტაპმა უკვე გამოუშვა ელექტრო თვითმფრინავის ორი მოდელი. პირველი თვითმფრინავი 2017 წელს გამოსული Flyer-ია, რომლის შემდეგაც გამოჩნდა ორ ადგილიანი Cora. Kitty Hawk-ის ახალი ელექტრო თვითმფრინავი Heaviside წინა მოდელებთან შედარებით უფრო დახვეწილი და უნივერსალური საფრენი აპარატია.

ელექტრო თვითმფრინავი ჰაერში ადგილიდან ვერტიკალურად ადის. ასევე უპრობლემოდ ახერხებს წყალზე დაშვებას. Heaviside-ის ფრთების სიგრძე ექვსი მეტრია. დამუხტვის შემდეგ ელექტრო თვითმფრინავს ფრენა 160 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. მის მიერ განვითარებული საშუალო სიჩქარე 190 კმ/სთ-ია. აღსანიშნავია, რომ ფრენის დროს ელექტრო თვითმფრინავს ხმა ფაქტობრივად არ აქვს.

Heaviside-ის მართვა ავტოპილოტის საშუალებითაც არის შესაძლებელი. თვითმფრინავმა პირველი საცდელი ფრენები წარმატებით შეასრულა. ამერიკულ სტარტაპის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი ელექტრო თვითმფრინავის კომერციულ ავიაციაში გამოყენებას რამდენიმე წელიწადში დაიწყებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები