Thumbnail

ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს კიდურების ფუნქციის აღდგენაში დაეხმარება

  • მოწყობილობაში ხელოვნური ინტეელქტი ინტეგრირდება და  ოპერაციისას პაციენტის სხეულში ჩააშენდება.
  • პროექტის ფარგლებში, ბრაუნის უნივერსიტეტთან კომპანია Intel ითანამშრომლებს. 

ხერხემლის დაზიანებისას იზრდება რისკი, რომ ტვინის სიგნალებმა დაკარგოს კავშირი კუნთებთან, რაც პარალიზებას იწვევს. თუმცა,  გადანერგვის ოპერაციებში ხელოვნური ინტელექტის  გამოყენება,  შესაძლოა,  ადამიანის  ორგანიზმს კუნთების ფუნქციის აღდგენასა და მგრძნობელობის დაბრუნებაში დაეხმაროს.  

შეერთებული შტატები ერთ-ერთმა მოწინავე კვლევითმა საგენტომ (DARPA )  ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევით ჯგუფს 6.3 მილიონი დოლარის გრანტი გადასცა. დაფინანსება ხერხემლის  ქირურგიაში ტექნოლოგიების განვითარების პროექტზე მუშაობას უზრუნველყოფს. 

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალი მოწყობილობა,  რომელშიც ინტეგრირებული იქნება ხელოვნური ინტელექტი და მას ოპერაციისას ქირურგები პაციენტის ხერხემალთან ჩააშენებენ. ეს იქნება მაღალტექნოლოგიური დამხმარე ადამიანის კიდურებისათვის, რათა მოძრაობის ფუნქცია აღდგეს.

 პროექტის ფარგლებში,  ბრაუნის უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევითი ჯგუფის  სპეციალისტები, Intel-ის ხელოვნური ინტელექტის ექსპერტთა ჯგუფი,  Rhode Island Hospital-ის ფიზიკოსები და ტექნოლოგიური კომპანია Micro-Leads Medical ითანამშრომლებენ. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები