Thumbnail

ევროსასამართლოს მითითებით, Facebook-მა შესაძლოა პოსტები და კომენტარები წაშალოს

  • ევროსასამართლო Facebook-ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
  • პლატფორმები ვალდებული იქნებიან არალეგალური კონტენტი თავად მოიძიონ და დაბლოკონ. 

ფეისბუქი, მსგავსი აპლიკაციები და ვებ-საიტები, შესაძლოა იძულებული გახდნენ, ქსელში გავრცელებული პოსტები წაშალონ. ამ შემთხვევაში პლატფორმები აღარ უნდა დაელოდონ მომხმარებლის შეტყობინებას, თავად მოიძიონ არალეგალური მასალის მაგალითები და ქსელიდან ამოიღონ.  რეგულაცია ევროსასამართლოს განსახილველ შემთხვევას  უკავშირდება - კერძოდ, საქმე ეხება ავსტრიელ პოლიტიკოსს - ევა გლავიშნიგ-პისჩეკს, რომლის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, რამაც ადრესატის პოლიტიკური რეპუტაცია შელახა.

ევროსასამართლოს განმარტებით, ეს შემთხვევა სოციალური ქსელების ზოგადი პოლიტიკის შედეგია, რადგან ფეისბუქი და მსგავსი პლატფორმები არალეგალურ კონტენტს უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან. რადგან სოციალურ ქსელებს უამრავი მომხმარებელი ჰყავს,  ლოგიკურად შეუძლებელია ფეისბუქმა, ან მსგავსმა კომპანიებმა სრულად შეძლონ პოსტების მონიტირონგი.  ევროსასამართლომ კი შემდეგი გამოსავალი მოძებნა:

თუ ევროკავშირის ქვეყნის უწყებები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მასალას არალეგალურად ცნობენ, პლატფორმები ვალდებული იქნებიან, არამხოლოდ ეს მასალა  დაბლოკონ, არამედ მოიძიონ მსგავსი შინაარსის კონტენტი. მათი ვალდებულება იქნება სწრაფი რეაგირება მოახდინონ არამხოლოდ ლოკალურად, არამედ მსოფლიო მასშტაბით.  

პრობლემის გადაჭრის  მსგავსი ხედვა რამდენიმე საკითხს მოიცავს: ფეისბუქისა და მსგავსი პლატფორმების ადმინისტრაციის მონიტორინგმა შესაძლოა დახურული ჯგუფების კონფიდენციალურობის პირობები დაარღვიოს და კითხვის ნიშნები გააჩინოს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამას გარდა, ევროსასამართლოს რეგულაციების აღსრულება,  მაგალითად, შეერთებული შტატების ინტერნეტ-სივრცეში არანაკლებ საკამათო საკითხია.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები