Thumbnail

ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები Microsoft-ისგან

  • Surface Neo  პლანშეტია, რომლის თითოეულ ეკრანს დამოუკიდებლად მუშაობის ფუნქციაც აქვს.
  • უსადენო ყურსასმენები - Microsoft Surface Earbuds საოფისე პროგრამებს უკავშირდება,  მისი ხმოვანი ასისტენტი კი 60 ენაზე რეაგირებს. 

2 ოქტომბერს, კომპანია Microsoft-მა ღონისძიება გამართა, სადაც ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები წარადგინა. დაანონსებული  მოწყობილობები, წინამორბედ ვერსიებთან შედარებით, მომხმარებელს ბევრად მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს.  

 

Microsoft Surface Duo

ახალი  სმარტფრნი 5.6 ინჩიანი ორი ეკრანისაგან შედგება, რომლის მეშვეობით პარალელურ რეჟიმში  ორი აპლიკაციის გახსნაა შესაძლებელი. დაკეცვისას სმარტფონი 4.8 მილიმეტრის სისქის  კომპაქტურ მოწყობილობად იქცევა. Microsoft Surface Duo ანდროიდის სისტემაზე იმუშავებს და ის 2020 წელს გამოვა. მოწყობილობის ფასი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. 

 

Surface Neo

Surface Neo  პლანშეტია, რომლის თითოეულ ეკრანს დამოუკიდებლად მუშაობის ფუნქციაც აქვს. მომხმარებელს ამ შემთხვევაშიც შეუძლია, პარალელურ რეჟიმში ორ ეკრანზე სხვადასხვა აპლიკაცია გახსნას, ან ეკრანების შეერთების ფუნქციით ისარგებლოს. ერთ-ერთ ეკრანზე პორტატული კლავიატურის ინტეგრირებაც არის შესაძლებელი, ამ შემთვევაში, Surface Neo ლეპტოპის მსგავს მოწყობილობად ტრანსფორმირდება. Surface Neo Windows 10 X-ზე მუშაობს, ეს სისტემა კომპანიამ სპეციალურად მსგავსი გაჯეტებისათვის შექმნა. Surface Neo 2020 წლის ბოლოს,  წინასაშობაო დღეებში გამოვა. მისი ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია. 

 

Surface Laptop 3 

ღონისძიებაზე Microsoft-მა ლეპტოპის ახალი მოდელის Surface Laptop 3-ის ორი ვერსია წარადგინა.  ეკრანის ზომები 13,5 და 15 დიუმია. მოწყობილობას Intel-ის მე-10 თაობის პროცესორი აქვს და ბატარეის 80%-მდე შევსებას 1 საათზე ნაკლები დრო სჭირდება. როგორც Microsoft-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, Surface Laptop 3 მის წინამორბედ მოდელზე ორჯერ სწრაფია. პროდუქტი ტექნოლოგიურ ბაზარზე 2019 წლის 22 ოქტომბრიდან ჩაეშვება და ეკრანის ზომის მიხედვით, $999 და $1199 ეღირება. 

 

Surface Pro 7

მრავალ განახლებულ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, Surface Pro 7  წინა ვერსიასთან შედარებით, გაუმჯობესებული პროცესორითა და მიკროფონებით გამოირჩევა. მოწყობილობის წინასწარი შეკვეთები 1 ოქტომბრიდან არის ხელმისაწვდომი. ლეპტოპის ფასი 749 დოლარია. ფასი არ მოიცავს აქსესუარებს. ლეპტოპის კალმის -  Microsoft’s Surface Pen-ისა და პორტატული კლავიატურის შეძენის შემთხვეწვაში, მომხმარებელს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს. 

 

Surface Pro X

ყველასათვის მოულოდნელად Microsoft-მა კიდევ ერთი ახალი თაობის მოდელი Surface Pro X წარადგინა. მოწყობილობას  მძლავი SQ1 პროცესორი აქვს, რომელიც Microsoft-მა ტექნოლოგიურ კომპანია Qualcomm-თან ერთად შექმნა. ლეპტოპი  აღჭურვილია მობილური მოწყობილობების სტანდარტული LTE ტელეკომუნიკაციის სისტემით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადგილას ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან.  Surface Pro X 5 ნოემბერს გამოვა და მისი ფასი 999 დოლარი იქნება.

 

Microsoft Surface Earbuds

ეს კი ახალი უსადენო ყურსასმენებია, რომლის ბატარეის გამძლეობა განუწყვეტელ რეჟიმში მუშაობის პირობებში 24 საათია. ყურსასმენები სხვადასხვა საოფისე პროგრამას უკავშირდება და მისი ხმოვანი ასისტენტი 60 ენაზე რეაგირებს. სწორედ ამ მახასიათებლების წყალობით, Microsoft Surface Earbuds განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება საქმიანი პრეზენტაციებისას. Microsoft-ის ახალი ყურსასმენები 2019 წლის ბოლოს გამოვა და მისი შეძენა მსურველებს 249 დოლარად შეეძლებათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები