Thumbnail
  • ავტონომიური ტრანსპორტი აღმოსავლეთ ლონდონში გამოსცადეს
  • თვითმავალი ტაქსის სერვისით ბრიტანეთის დედაქალაქში 2020 წლის ივნისიდან ისარგებლებენ

Ford Mondeo-ს ავტომობილები, რომლებიც ავტონომიური მართვის ტექნოლოგიით არიან აღჭურვილი,  ლონდონის ქუჩებში გამოჩნდნენ. თვითმავალი ტრანსპორტის გამოცდა აღმოსავლეთ ლონდონში, სტრატფორდში დაიწყო. ექსპერიმენტის მიზანი იყო დაედგინათ რამდენად სრულყოფილია ბრიტანული სტარტაპ Oxbotica-ს მიერ შექმნილი სისტემა და შესაძლებელია თუ არა 10 მილიონიან მეგაპოლისში თვითმავალი ტაქსის სერვისის დანერგვა.

თვითმავალი სისტემის გამოცდის დროს ავტომობილში დაზღვევის მიზნით მძღოლიც იმყოფებოდა, თუმცა მისი ჩარევა მხოლოდ ერთხელ გახდა საჭირო. მთლიანობაში Oxbotica-ს ჯგუფი ექსპერიმენტით კმაყოფილი დარჩა. ბრიტანულ სტარტაპში აღნიშნავენ, რომ სისტემა გამართულად მუშაობს და შემდგომ დახვეწას არ საჭიროებს. Oxbotica-ს წარმომადგენლის განცხადებით თვითმავალი ტაქსით სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ლონდონის მცხოვრებლებს უკვე 2020 წლის ივნისიდან ექნებათ.

წინასწარი ინფორმაციით, 2020 წელს ბრიტანეთის დედაქალაქში თვითმავალი ტაქსი შეზღუდული რაოდენობით გამოჩნდება. სერვისის სრულად ამოქმედებას კი დაახლოებით 5 წელი დასჭირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები