Thumbnail

ჩინეთი უსწრაფესი მაგლევ მატარებლის შექმნაზე მუშაობს

  • მატარებელმა 1000 კმ/სთ სიჩქარე უნდა განავითაროს
  • პროექტისთვის რკინიგზის 200 კილომეტრიან მონაკვეთს ხუბეის პროვინციაში გახსნიან

ყველაზე სწრაფი მაგლევ მატარებლების შექმნაზე ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა მუშაობს, მათ შორის შეერთებული შტატები და იაპონია. ჩინეთს სურს ამ მიმართულებითაც მსოფლიო ლიდერი გახდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტი, რომელიც ხუბეის პროვინციაში უნდა განხორციელდეს. საუბარია 200 კილომეტრიანი რკინიგზის ხაზის გახსნაზე. ამ მონაკვეთზე მაგლევ მატარებელმა 1000 კმ/სთ სიჩქარით უნდა იმოძრაოს. 

მაგლევი  მაგნიტურ საკიდზე მოძრავი მატარებელია. შემადგენლობა, ჩვეულებრივი მატარებლებისგან განსხვავებით, მოძრაობისას ლიანდაგების ზედაპირს არ ეხება. ერთადერთი მამუხრუჭებელი ძალა აეროდინამიკური წინაამღდეგობის ძალაა. პროტოტიპის გამოცდა უკვე 2020 წლის დასაწყისში იგეგმება. თავდაპირველად მატარებელმა ამ მონაკვეთზე 600 კმ/სთ სიჩქარე უნდა განავითაროს.

იმ შემთხვევაში თუ ექსპერიმენტმა გაამართლა 200 კილომეტრიან სარკინიზგო ხაზს 2 200 კილომეტრამდე დააგრძელებენ. ხუბეის პროვინციიდან მაგლევ მატარებელი ქალაქ გუანჯოუში ჩავა და ამ მანძილს დაახლოებით ორ საათში დაფარავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები