Thumbnail

რობოტი, რომელიც პარალიზებულ ადამიანებს დაეხმარება

  • ქირურგებმა პაციენტის თავის ქალასა და ტვინს შორის, ორი სენსორი მოათავსეს.
  • სენსორები ტვინიდან სიგნალებს იღებენ, მონაცემებს ამუშავებენ და მოწყობილობას გადასცემენ. 

Grenoble-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გონებით კონტროლირებადი რობოტი შექმნეს, რომელიც  პარალიზებულ ადამიანებს მოძრაობის საშუალებას მისცემს. ალგორითმი განვითარების ტაპზეა, რისთვისაც სპეციალისტებმა პროექტში  28 წლის პარალიზებული ფრანგი პაციენტი ჩართეს.

ქირურგიული ოპერაციის მეშვეობით, ექიმებმა პაციენტის თავის ქალასა და ტვინს შორის, ორი სენსორი მოათავსეს. სენსორები ტვინიდან სიგნალებს იღებენ, მონაცემებს ამუშავებენ  და მოწყობილობას გადასცემენ, რის შედეგადაც რობოტი სხეულის მოძრაობას უზრუნველყოფს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ინოვაციური რობოტი, რომელიც სხეულის საყრდენს წარმოადგენს, ჯერჯერობით განვითარების ეტაპზეა. პროექტის საბოლოო წარმატებისათვის საჭიროა, რომ ალგორითმმა პრაქტიკაში “ისწავლოს” ტვინის სიგნალების მოძრაობად გარდაქმნა. ამ პროცეში, პაციენტს უკვე შეუძლია გადაადგილება, ალგორითმი კი იხვეწება -  ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგია და ადამიანი ერთმანეთს  ეხმარებიან. 

რაც შეეხება პაციენტს, მან უბედური შემთხვევის გამო ოთხივე კიდურის ფუნქცია 4 წლის წინ დაკარგა და პირველად მოძრაობა სწორედ ამ რობოტი-ჩონჩხის მეშვეობით შეძლო. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, გამოგონება პაციენტს დამოუკიდებლად მოძრაობის საშუალებას ვერ მისცემს, მას გადაადგილება მხოლოდ ამ მოწყობილობის მეშვეობით შეეძლება. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები