Thumbnail

Apple-მა Nike-თან ერთად ჭკვიანი საათი გამოუშვა

  • მოდელი Apple Watch 5-ის განახლებული ვერსიაა. 
  • მის სისტემაში სპორტული აქტივობებისათვის დამატებით აპლიკაციებია ინტეგრირებული.

Apple-მა სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლის და აქსესუარების ბრენდ  Nike-თან ერთად ჭკვიანი საათი გამოუშვა. მოდელი სახელწოდებით  Apple Watch Nike Series 5   Apple Watch Series 5-ის სპორტული ვერსიაა. 

ჭკვიანი საათის  სისტემაში სპორტული აქტივობებისათვის დამატებით აპლიკაციებია ინტეგრირებული, მათ შორის არის Nike Run Club-ის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლისათვის ერთგვარ  ციფრულ ფიტნეს ინსტრუქტორს წარმოადგენს. 

რაც  შეეხება დიზაინს,  მოდელს ალუმინის ქეისი აქვს და ათ სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი. ჭკვიანი საათი უკვე ხელმისაწვდომია Apple-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მოწყობილობის ფასები  დიზაინის მიხედვით განსხვავდება - მისი შეძენა მსურველებს 399 და 429 დოლარად შეუძლიათ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები