Thumbnail

NASA ელექტრო თვითმფრინავის გამოსაცდელად ემზადება

  • თვითმფრინავის პროტოტიპს კალიფორნიაში გამოცდიან
  • საფრენი აპარატი იტალიური თვითმფრინავის ბაზაზეა შექმნილი

კომპანია Empirical Systems Aerospace-მა აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოსთვის ექსპერიმენტული ელექტრო თვითმფრინავი შეიმუშავა. საფრენ აპარატ X-57 Maxwell-ს, რომელიც კალიფორნიაშია განთავსებული, პირველი გამოცდისთვის ამზადებენ. პირველ ეტაპზე ტესტირებას თვითმფრინავი ხმელეთზე გაივლის. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ დროს ელექტრო ძრავის გამოცდაა. 

საფრენი აპარატი ოთხადგილიანი მსუბუქი იტალიური თვითმფრინავის - Tecnam P2006T-ს ბაზაზეა შექმნილი. ეს პროტოტიპი რიგით მეორეა. მის შემდეგ დაგეგმილია კიდევ ორი პროტოტოტიპის დამზადება. სწორედ მეოთხე პროტოტიპი უნდა გახდეს თვითმფრინავის საბაზისო მოდელი. 

პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. NASA-ს მიზანია ამ საფრენი აპარატის გამოცდით ელექტრო თვითმფრინავების სფეროში ერთგვარი სტანდარტი დააწესოს, რაც მომავალში სხვადასხვა კომპანიებს მსგავსი თვითმფრინავების შექმნაში და მათი კომერციული მიზნით გამოყენებაში დაეხმარებათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები