Thumbnail

Sony-მ Xperia 8 დააანონსა

  • Sony Xperia 8 წყალგამძლე მობილური მოწყობილობაა.
  • სმარტფონი 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს გამოვა.

Sony-მ  სმარტფონი ახალი მოდელი, სახელწოდებით Sony Xperia 8 დააანონსა. 6.0 დიუმიანი Full HD+ LCD  ეკრანით აღჭურვილი მოწყობილობა მაღალი გრაფიკული მონაცემებით ხასიათდება. სმარტფონს 4GB ოპერაციული მეხსიერება და 64GB შიდა მეხსიერება ექნება, მომხმარებლებს გარე მეხსიერების ბარათის ინტეგრირებაც შეეძლებათ.  Sony Xperia 8 ორი ძირითადი და ერთი სელფის კამერით იქნება აღჭურვილი.

ტექნიკური მონაცემების გარდა, დაანონსებული მოდელის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მახასიათებელი ის არის, რომ Sony Xperia 8 წყალგამძლე მობილური მოწყობილობაა. რაც შეეხება გაჯეტის დიზაინს,მისი  კორპუსი მეტალისა და შუშისაგან შედგება. 

Sony Xperia 8 იაპონიის ტექნოლოგიური ბაზრისათვის  ექსკლუზიურ პროდუქტს წარმოადგენს, შესაბამისად, ის სწორედ იაპონიაში, 2019 წლის ოქტომბრის მიწურულს გამოვა და მისი ფასი  54 000 იაპონური იენი იქნება, რაც 505 ამერიკული დოლარის ექვივალენტია.

კომენტარები

ბოლო ამბები