Thumbnail

კალიფორნია 2020 წლის არჩევნების წინ Deepfake-ს კრძალავს

  • კანონმდებლები შიშობენ, რომ ტექნოლოგია არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენს 
  • მანამდე Deepfake-ის გამოყენება ტეხასშიც აკრძალეს

კალიფორნია მოსახლეობის რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი შტატია. 2019 წლისთვის კალიფორნიაში 39 მილიონ 557 ათასი ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად შტატში აშშ-ის მასშტაბით ყველაზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. 2020 წლის არჩევნების წინ კალიფორნიის საკანონმდებლო ორგანომ პოლიტიკური Deepfake-ების გამოყენება აკრძალა. აკრძალვა ეხება პოლიტიკოსების, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიტატების ამსახველ გაყალებებულ ვიდეო მასალას.

კალიფორნია უკვე მეორე შტატია, სადაც გაყალბებული ვიდეო კონტენტის განთავსება და გავრცელება იკრძალება. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება ტეხასელმა კანონმდებლებმა მიიღეს. ტეხასში Deepfake-ის გავრცელებაში ბრალდებულს ერთ წლამდე პატიმრობაა ემუქრება. კალიფორნიის კანონმდებლობა იგივე ბრალდებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებით შემოიფარგლა.

კანონპროექტის ავტორის მარკ ბერმანის განცხადებით არსებობს რეალური საფრთხე, რომ გაყალბებულ ვიდეოს დეზინფორმაციისთვის და პრეზიდენტობის კანდიდატის რეპუტაციის შელახვისთვის გამოიყენებენ, რამაც შესაძლოა არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს. Deepfake-ის ტექნოლოგია 2017 წელს გამოჩნდა. ინტერნეტში გაყალბებული კონტენტის რიცხვი მუდმივად იზრდება და დღესდღეობით 15 ათასამდე მსგავსი ვიდეოა აღრიცხული. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები