Thumbnail

Aston Martin-ის სპორტული მოდელები  James Bond-ის ახალ ფილმში გამოჩნდებიან

  • ფილმში მაყურებელი ოთხ სხვადასხვა მოდელს იხილავს.
  • ერთ-ერთი მოდელი Aston Martin-ის დაანონსებული ჰიპერ ავტომობილია, რომელიც ოფიციალურად  2021 წელს გამოვა. 

2020 წლის 8 აპრილს,  James Bond-ის ახალი, რიგით 25-ე ფილმი სახელწოდებით  - No Time to Die გამოვა, რომელშიც მაყურებელი ძვირადღირებული სპორტული მანქანების მწარმოებელი კომპანია Aston Martin-ის ოთხ საკულტო მოდელს იხილავს. ამის  შესახებ კომპანიის  ოფიციალური ტვიტერის გვერდზე  პოსტი გამოქვეყნდა. სხვადასხვა  სცენაში  მოდელები  - DBS Superleggera, DB5, V8 Vantage და  Valhalla გამოჩნდებიან.  James Bond-ის  მაყურებლებმა კარგად იციან, რომ  Aston Martin-ის ავტომობილები ფილმის ერთგვარი პერსონაჟები არიან, ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მანქანების გამოჩენა ფილმს დაუვიწყარ სანახაობად აქცევს. 

 

 DBS ჯეიმზ ბონდთან ერთად  პირველად 1969 წლის ფილმში გამოჩნდა , მას შემდეგ კომპანიამ ავტომობილი გააუმჯობესა  - 2020 წლის მოდელის ცილინდრების რაოდენობა გაორმაგებულია. Ბონდის 25-ე ფილმი მეოთხე შემთხვევა იქნება, როცა ეს მოდელი კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ  აგენტს გაუწევს პარტნიორობას. 

 

Რაც შეეხება კლასიკურ სპორტულ მოდელ DB5-ს, ის მაყურებელმა  ბონდის 1964 ფილმ - Goldfinger-ში იხილა. ორკარიანი მოდელი მალევე იქცა ბონდის ფრენჩაიზის სინონიმად - ავტომობილი, რომელთან ერთადაც არ არსებობს შეუსრულებელი მისია.  

 

V8 Vantage კი მაყურებელს 1987 წლის ფილმიდან ახსოვს . მოდელმა დროს გაუსწრო და გასული საუკუნის მიწურულს იმ ფუნქციებით იყო აღჭურვილი, როგორც ავტომობილი მომავლიდან.  Შესაძლებლობებით V8 Vantage დღემდე ერთ-ერთი უნიკალური მოდელია. 


 

Aston Martin Valhalla  ის მოდელია, რომელიც ფილმის მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს. ჰიპერ ავტომობილი,  რომელიც კინოსურათს ნამდვილად განსხვავებულ ესთეტიკას შესძენს, Aston Martin-ის დაანონსებული მოდელია, რომელიც წარმოებაში 2021 წელს უნდა ჩაეშვას. 

კომენტარები

ბოლო ამბები