Thumbnail

პენტაგონი კოსმოსში 1200 სამხედრო თანამგზავრს გაუშვებს

  • პროექტის განხორციელება 11 მილიარდი დოლარი დაჯდება
  • თანამგზავრებს პოტენციური მოწინაამღდეგის: ჩინეთის და რუსეთის წინაამღდეგ გამოიყენებენ

კოსმოსური განვითარების სააგენტო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ ცოტა ხნის წინ დააფუძნა, მუშაობას ახალ პროექტზე იწყებს. რამდენიმე წელიწადში ორბიტაზე 1200 სამხედრო თანამგზავრი უნდა განლაგდეს. სწორედ ამ მიზნით სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას - 11 მილიარდ დოლარს მიიღებს.

2022 წელს პენტაგონი ორბიტაზე 20 თანამგზავრს გაუშვებს, 2025 წლისთვის კი მათი რაოდენობა 250-მდე გაიზრდება. თანამგზავრები სხვადასხვა სიმაღლეზე იქნებიან განლაგებული და თავდაცვით ზღუდეს შექმნიან. მძლავრ ანტისარაკეტო სისტემას აშშ პოტენციური მოწინაამღდეგეების: ჩინეთის და რუსეთის წინაამღდეგ გამოიყენებს. 

აღსანიშნავია, რომ სამხედრო თანამგზავრების თავდაცვითი სისტემის პროექტი პირდაპირ კავშირშია  Space X-ის დამფუძნებელთან ილონ მასკთან. პენტაგონმა სამხედრო თანამგზავრების ზღუდის შექმნის იდეა სწორედ მასკის თანამგზავრული ინტერნეტის პროექტ Starlink-იდან აიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები