Thumbnail

PlayStation 5-ის გამოსვლის დრო ცნობილია

  • PlayStation 5 განსაკუთრებით სრულყოფილი გრაფიკით გამოირჩევა.
  • ტექნიკური მახასიათებლებიდან  გამომდინარე, PlayStation 5  Microsoft-ის  Xbox-ს  ძლიერ კონკურენციას გაუწევს.

Sony-მ ვიდეო თამაშების  კონსოლის ახალი მოდელის გამოშვების თარიღი გაასაჯაროვა. PlayStation 5 2020 წლის მიწურულს გამოვა. მოწყობილობა სრულიად ახალი კონტროლერით იქნება აღჭურვილი, რომელიც გაძლიერებულ ვიბრაციულ ტექნოლოგიას იყენებს. PlayStation 5-ს წინა მოდელებთან შედარებით, გაცილებით მაღალი მონაცემების დისკი ექნება, რაც თამაშების ჩატვირთვის პროცესს ააჩქარებს.

Sony-მ PlayStation 5-ის გრაფიკული მონაცემებიც განაახლა, სისტემაში ახალი ტექნოლოგია ინტეგრირდა, რომელიც განათების ეფექტებს გააუმჯობესებს. ახალი მოდელის ტექნიკური მახასიათებლებიდან  გამომდინარე, PlayStation 5 კომპანია Microsoft-ის Xbox-ს  ძლიერ კონკურენციას გაუწევს. აღსანიშნავია, რომ Xbox-ის ახალი ვერსიაც სწორედ 2020 წლის ბოლოს გამოდის. 

როგორც Sony-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, კონსოლის შექმნისას კომპანიის მიზანი იყო, მომხმარებელს თამაშისას უფრო მძაფრი შეგრძნებები მიეღო. როგორც Sony გეიმერებს ჰპირდება, გრაფიკა იმდენად სრულყოფილი და დეტალიზებული იქნება, რომ თამაშისას სხვადასხვა ობიექტის არათუ დანახვა, არამედ მათი ტექსტურის შეგრძნების დონეზე გარჩევაც კი შეეძლებათ.

სათამაშო კონსოლის ფოტოები ოფიციალურად ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა. PlayStation 5-ის შესახებ დამატებით ინფორმაციას Sony ტექნოლოგიურ სექტორს და მომხმარებლებს უახლოესი თვეების განმავლობაში გააცნობს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები