Thumbnail

Call of Duty: Mobile რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა გადმოწერა

  • Call of Duty: Mobile ერთ კვირაში 100 მილიონმა მომხმარებელმა გადმოწერა.
  • მობილური თამაშის შემოსავალმა 7 დღეში 17,7 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია.

2019 წლის 1 ოქტომბერს, ცნობილი თამაშის Call of Duty-ის მობილური ვერსია გამოვიდა. თამაშმა ერთ კვირაში ჩამოტვირთვის რაოდენობით რეკორდი დაამყარა  - Call of Duty: Mobile-ის ოფიციალური გადმოწერის რაოდენობამ 100 მილიონს მიაღწია, ეს კი აქამდე გამოშვებული თამაშების რეიტინგების რეკორდული მაჩვენებელია. 

Call of Duty: Mobile-ის  გადმოწერების რაოდენობის ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ პირობებში, როცა თამაში ჩინეთში ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი.  55.7 პროცენტი  iOS სისტემის მომხმარებლებმა შეადგინეს. თამაშის საერთო შემოსავალი კი, გამოსვლიდან ერთ კვირაში 17,7 ამერიკული დოლარია. ამ მონაცემებით, Call of Duty-ის მობილურმა ვერსიამ Mario Kart Tour-ს გადაუსწრო, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში 90 მილიონჯერ გადმოწერეს.

 Call of Duty: Mobile iOS და Android ოპერაციულ სისტემებთან თავსებადი მობილური თამაშია, რომლზეც ჩინურმა კომპანია TiMi Studios-მა იმუშავა. თამაშის გამოსვლა 2019 წლის მარტში დაანონსდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები