Thumbnail

სატურნმა თანამგზავრების რაოდენობით რეკორდი დაამყარა

  • თანამგზავრები სპეციალისტებმა ჰავაიში მდებარე Subaru-ს ტელესკოპის მეშვეობით აღმოაჩინეს.
  • აღმოჩენილი 20 თანამგაზვრიდან, 17 სატურნის საპირისპიროდ ბრუნავს.

ასტრონომებმა სატურნის 20 ახალი თაგამგზავრი აღმოაჩინეს. ამის შედეგად, სატურნის თანამგზავრების საერთო რაოდენობამ,  ბოლო მონაცემებით, 82-ს მიაღწია. ეს რეკორდული მაჩვენებელია - სატურნმა ამ მხრივ მოწინავე  პლანეტის სტატუსი დაიმსახურა და უკან ჩამოიტოვა იუპიტერი, რომელის გარშემოც 79 მთვარეა განლაგებული. 

20 აღმოჩენილი თანამგაზვრიდან 17 სატურნის საპირისპიროდ ბრუნავს, 3-ის სივრცეში გადაადგილება კი, პლანეტის ბრუნვის მიმართუელბას ემთხვევა. ერთ-ერთი თანამგზავრი  სატურნის გარშემო, სრულ წრეზე მოგზაურობას 2 წელს ანდომებს. 

თანამგზავრები სპეციალისტებმა ჰავაიში მდებარე Subaru-ს ტელესკოპის მეშვეობით აღმოაჩინეს. აღმოჩენილი ობიეექტების დიამეტრის სიგრძე დაახლოებით 5 კილომეტრია. როგორც მეცნიერები განმარტავენ, თანამგზავრების შესწავლა არამხოლოდ მათ წარმოშობაზე მოგვცემს ინფორმაციას,  არამედ სატურნის ფორმირების შესახებაც ბევრი რამ გახდება ნათელი. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები