Thumbnail
  • პროექტის ფარგლებში Virgin Orbit კომპანია SatRevolution-თან თანამშრომლობს
  • მარსზე თანამგზავრების გაგზავნა 2022 წლისთვის იგეგმება

კომპანია Virgin Orbit Virgin Group-ის ნაწილია, რომლის დამფუძნებელიც ბრიტანელი მილიარდელი რიჩარდ ბრენსონია. Virgin Orbit-ის ოფისი ლონგ ბიჩში, კალიფორნიაში მდებარეობს. კომპანიაში 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. კომპანიის ძირითადი მიმართულება დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრების გაშვებაა.

ზაფხულში Virgin Orbit-მა რაკეტა LauncherOne გამოსცადა, რომელიც 10 700 მეტრის სიმაღლეზე მოდიფიცირებულმა თვითმფრინავმა Cosmic Girl-მა გაიყვანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ  კომერციული მიზნით დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრების გაშვებას 2021 წლიდან დაიწყებენ. თუმცა რიჩარდ ბრენსონის გეგმები მხოლოდ დედამიწის ორბიტით არ შემოიფარგლება. ბრიტანელი მილიარდელს სურვილია თანამგზავრები მარსზეც გააგზავნოს. სწორედ ამ მიზნით Virgin Orbit-მა თანამშრომლობა კომპანია SatRevolution-თან დაიწყო.

პროექტის მიზანია მარსზე პირველი მცირე ზომის კერძო თანამგზავრების გაშვება. ბრენსონს სურს დაასწროს ილონ მასკს და სწორედ Virgin Orbit გახდეს პირველი კერძო კომპანია, რომელიც მარსამდე მიაღწევს. გეგმის მიხედვით SatRevolution CubSat-ის აპარატის შექმნაზე და აწყობაზე იმუშავებს, ბრენსონის კომპანია კი ორბიტარულ რაკეტას გამოცდის. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მარსის მისია 2022 წელს შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები