Thumbnail

Tesla-ს ელექტრო პიკაპის პრეზენტაცია ნოემბერში გაიმართება

  • ელექტრომობილის ღირებულება 50 ათას დოლარზე ნაკლებია
  • დამუხტვის შემდეგ პიკაპი 800 კილომეტრამდე მანძილს დაფარავს

ელექტრო პიკაპი, რომელიც Tesla-მ დიდი ხნის წინ დააანონსა, საავტომობილო ინდუსტრიაში კიდევ ერთი გარდამტეხი ფაქტორი უნდა გახდეს. კომპანიის კონსტრუქტორებს აქვთ კონკრეტული ამოცანა: Tesla-ს ელექტრო პიკაპი Ford-ის F სერიის ავტომობილებზე უკეთესი იყოს. ელექტრომობილი, რომლის ხილვას ავტომოყვარულები მთელი წელი ელოდნენ, 2019 წლის ნოემბერში გამოჩნდება. ამის შესახებ თავად ილონ მასკმა განაცხადა.

Tesla-ს მიზანია ელექტრომობილის ფასი მაღალი არ იყოს. მისი შეძენა 49 ათას დოლარად იქნება შესაძლებელი. ელექტრო პიკაპის სხვადასხვა მოდიფიკაციები დამუხტვის შემდეგ 640-დან 800 კილომეტრამდე გავლას შეძლებენ. ჯერჯერობით კვლავ უცნობია როგორი იქნება ავტომობილის ვიზუალური მხარე. ილონ მასკი აცხადებს, რომ პიკაპს ფუტურისტული დიზაინი აქვს.

ელექტრო პიკაპების წარმოების გეგმები ამერიკული ავტოინდუსტრიის ისეთ გიგანტებსაც აქვთ, როგორიც Ford და General Motors-ია. თუმცა ექსპერტების შეფასებით ამ სეგმენტში ყველაზე მაღალი სტანდარტის დანერგვა სწორედ Tesla-ს შეუძლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები