Thumbnail

Google გარემოს დაბინძურების ხარისხს გაზომავს

  • Environmental Insights Explorer (EIE) ტრანსპორტისა და შენობების მონაცემებს ამუშავებს.
  • პროექტში ჩართულმა  ქალაქებმა სისტემის მუშაობა ამ ეტაპზე
  •  დადებითად შეაფასეს.

Google-ის სერვისი სახელწოდებით - The Environmental Insights Explorer (EIE)  ქალაქებში გარემოს დაბინძურების მაჩვენებელს ითვლის. კომპანიის სერვისი  ამოქმედდა შეერთებულ შტატებში და უკვე ევროპაშიც არის ხელმისაწვდომი. Google Maps-ის მეშვეობით, სისტემა ქალაქში ტრანსპორტის და შენობების რაოდენობის მონაცემებს ამუშავებს და მომხმარებელს გარემოზე მავნე ზემოქმედების მაჩვენებელს სთავაზობს. 

იმისათვის, რომ სისტემამ ზუსტი მონაცემები მიიღოს და  გამართულად იმუშაოს, ქალაქების ადგილობრივმა  თვითმმართველობებმა კომპანია Google-თან უნდა ითანამშრომლონ. სერვისი ამ ეტაპზე ოფიციალურად გააქტიურდება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის არის: მანჩესტერი, დუბლინი, ბირმინგემი და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ეკომეგობრული ქალაქი - კოპენჰაგენი. ამ სიას ეტაპობრივად სხვა  ქალაქებიც შეემატება. კომპანიის მიზანია,  ადგილობრივი თვითმმართველობები თავად ჩაერთონ სისტემაში ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით. 

The Environmental Insights Explorer (EIE) მომხარებელს მონაცემებს ძირითადად რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს :

  • შენობებისა და მშენებლობების მავნე ზემოქმედება

  • ტრანსპორტის მავნე ზემოქმედება

  • რადიაცია

  • დაბინძურების საერთო მაჩვენებელი

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულმა ქალაქებმა სისტემის მუშაობა, ამ ეტაპზე, დადებითად შეაფასეს. როგორც ქალაქის ოფიციალური წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს არის  ეფექტური საშუალება, რომ მოქალაქეებმა და გადაწყვეტილების მიმღებმა ინსტიტუციებმა ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ცოცხალ რეჟიმში შეამოწმონ, აკონტროლონ და შესაბამისი ნაბიჯები განახორციელონ. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები