Thumbnail
  • სრულად ავტონომიური ტაქსის სერვისი ფინიქსის გარეუბანში ამოქმედდა
  • ტაქსში მძღოლი დაზღვევის მიზნითაც არ არის განთავსებული

თვითმავალი ტრანსპორტის სერვისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია Waymo-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ სრულად ავტონომიური ტაქსის სერვისის ამოქმედებას იწყებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მძღოლი ავტომობილში დაზღვევის მიზნითაც კი აღარ იქნება განთავსებული. პირველად მსგავსი სერვისით არიზონას დედაქალაქ ფინიქსის მცხოვრებლები ისარგებლებენ.

პირველ ეტაპზე სერვისი ფინიქსის ერთ-ერთ გარეუბანში ამოქმედდება. კომპანიამ პოტენციურ კლიენტებს უკვე გაუგზავნა შეტყობინებები, რომ მისამართზე ავტომობილი მძღოლის გარეშე მივა. ამ დრომდე Waymo-ს ნებისმიერ თვითმავალ ტრანსპორტში დაზღევის მიზნით მძღოლი იჯდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ აპლიკაციის საშუალებით კლიენტს თავად ექნება შესაძლებლობა აირჩიოს შესაბამისი ტაქსი. თუ მას სრულად ავტონომიური ტრანსპორტი სურს იმ ტაქსს აირჩევს, სადაც მძღოლი არ არის განთავსებული. 

Waymo-მ ტრანსპორტისთვის ავტონომიური ტექნოლოგიის შემუშავება 2009 წლიდან დაიწყო. 2017 წლიდან კლიენტებმა პირველად შეძლეს კომპანიის თვითმავალი ტრანსპორტით სარგებლობა. ამავე წელს კომპანიამ თვითმავალი ტაქსის კომერციული სერვისი Waymo One აამოქმედა. 

კომენტარები

ბოლო ამბები