Thumbnail

Porsche და Boeing მფრინავი ტაქსის პროექტზე მუშაობენ

  • პროექტში სტარტაპ Aurora Flight Sciences-ის ინჟინრებიც ჩაერთვებიან
  • Porsche-ს კვლევის მიხედვით 2025 წელს მფრინავი ტაქსის სერვისზე მოთხოვნა გაიზრდება

გერმანული ავტომწარმოებელი და ამერიკული საავიაციო გიგანტი მუშაობას ერთობლივ პროექტზე იწყებენ. მისი მიზანია ეფექტური საფრენი აპარატის შექმნა, რომელსაც კომერციული მიზნით გამოიყენებენ. პრემიურმ კლასის მფრინავი ტაქსის შექმნას ორი კომპანიის ინჟინრები სტარტაპ Aurora Flight Sciences-სთან ერთად გეგმავენ. სტარტაპი, რომელიც ელექტრო საფრენი აპარატების შექმნაზე მუშაობს, 2019 წლის ოქტომბერში Boeing-მა შეიძინა.

Porsche-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით 2025 წელს, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში მფრინავი ტაქსის სერვისზე მოთხოვნილება მნიშვნელოვნად გაიზრდება. ქალაქის პირობებისათვის შესაბამისი საფრენი აპარატის შექმნა კი კომპანიებს დიდ კომერციულ მოგებას მოუტანს. ამ კვლევის მიხედვით საჰაერო ტრანსპორტი უახლოეს ათწლეულში სახმელეთო ტრანსპორტზე უფრო იაფი და ეფექტური გახდება.

Porsche არ აპირებს მხოლოდ პრემიუმ კლასის სპორტული ავტომობილების წარმოებით შემოიფარგლოს. ჩვენ ვაკვირდებით ტრასნპორტის განვითარების ტენდენციებს და შესაბამის ანალიზსაც ვაკეთებთ. კომპანია მზადაა ახალი გამოწვევებისთვის, მათ შორის საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით - დეტლერ ფონ პლატენი, Porsche AG-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.

თავის მხრივ საჰაერო ტრანსპორტში ინოვაციების დანერგვას ცდილობს Boeing-იც. კომპანიამ შეიმუშავა ელექტრო თვითმფრინავი, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეუძლია. ამასთან ერთად Boeing მფრინავი ტაქსის კიდევ ერთ პროექტზე ამერიკულ სტარტაპ Kitty Hawk-თან ერთად მუშაობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები