Thumbnail

Lumos Matrix - ახალი ჭკვიანი ჩაფხუტი Apple-ისგან

  • ახალი სმარტ ჩაფხუტს LED განათებით აღჭურვილი პანელი აქვს. 
  • ჩაფხუტის განათების მართვა ჭკვიანი საათით ან მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი. 

ავტომობილებით სავსე ქუჩებში, ველოსიპედით და სკუტერით  გადაადგილება არც ისე  უსაფრთხო საქმეა, ამიტომ ტრანსპორტის ამ სახეობის მართვისას, დიდი ყურადღებაა საჭირო. Apple-ის ახალი გამოგონება ორთვლიანი ტრანსპორტის მძღოლებს მაქსიმალურ კომფორტს და დამატებითი უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს. Lumos Matrix -  ასე ჰქვია ჭკვიან ჩაფხუტს,  რომელიც სხვადასხვა ფრად ანათებს, ეს კი ავტომობილის მძღოლებს მცირე ზომის  სატრანსპორტო საშუალების დიდი მანძილიდან შემჩნევაში ეხმარება. 

ახალი სმარტ ჩაფხუტს LED განათებით აღჭურვილი პანელი აქვს, განათების ფუნქციის გააქტიურება კი, მომხმარებელს მარტივად -  ჩამრთველი მოწყობილობით შეუძლია, რომლის დამაგრება თავად გადაადგილების საშუალებაზე არის შესაძლებელი. სურვილის მიხედვით,  ჩაფხუტის განათება Apple Watch-ის ან მობილური აპლიკაციის საშუალებითაც იმართება. 

გარდა ველოსიპედისა და სკუტერის მძღოლებისა, Apple-ის ეს ჩაფხუტი შესაძლებელია გამოიყენოს ყველამ ქუჩაში ნებისმიერი სახით გადაადგიულების დროს -  ეს იქნება სკეიტ ბორდი, მოტოციკლი, თუ სხვა საშუალება. Lumos Matrix ტექნოლოგიურ ბაზარზე 9 ოქტომბერს გამოჩნდა.  ის ამჟამად თეთრი და შავი ფერის დიზაინით არის ხელმისაწვდომი. ჭკვიანი ჩაფხუტის ფასი 249.95 ამერიკული დოლარია. 

კომენტარები

ბოლო ამბები