Thumbnail

Space X-ის რაკეტას ახალი მისიისთვის ამზადებენ

  • Crew Dragon ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაიყვანს
  • მისია 2020 წლის დასაწყისში უნდა შედგეს

NASA-ს დირექტორმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წელს Space X-ის რაკეტა Crew Dragon ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაიყვანს. ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამერიკული მხარე აღარ იქნება დამოკიდებული რუსეთზე და მის კოსმოსურ ხომალდებზე. ამ დრომდე ამერიკელი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოსახვედრად  რუსული “სოიუზის” რაკეტებს იყენებდნენ. 

ჯიმ ბრაიდენსტანი ამერიკელ ასტრონავტებთან ბობ ბენკენთან და დაგ ჰერლისთან ერთად ამ კვირაში თავად ესტუმრა Space X-ის ოფისს და მის ხელმძღვანელობას, მათ შორის ილონ მასკს შეხვდა. მასკის განცხადებით, ამ პროექტს Space X-ისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და კომპანია მისი წარმატებისათვის ყველაფერს გააკეთებს.

Crew Dragon-ის მისია თავდაპირველი გეგმის მიხედვით 2019 წლის ბოლოს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა NASA-მ და Space X-მა სტარტის თარიღი 2020 წლის დასაწყისისთვის გადაიტანეს. შეხვედრაზე ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია არ აპირებს ახალი რაკეტის შესახებ ინფორმაცია დამალოს და საჭიროების შემთხვევაში NASA-ს შეუძლია Crew Dragon-ის ტექნოლოგიის მონაცემები სხვა კერძო კომპანიებს გაუზიაროს. 

კომენტარები

ბოლო ამბები