Thumbnail

Polaroid-მა ინოვაციური ფოტო პრინტერი გამოუშვა

  • პრინტერი ფოტოს პირდაპირ  მობილური ტელეფონის  ეკრანიდან აფიქსირებს, მას  ახალ ფოტოს უღებს და ბეჭდავს. 
  • Polaroid Lab გაყიდვაში 10 ოქტომბერს ჩაეშვა და მისი ფასი 130 დოლარია.

Polaroid-მა კომპაქტური პრინტერი გამოუშვა, რომელიც ფოტოებს პირდაპირ სმარტფონიდან ბეჭდავს. Polaroid Lab - ასე ჰქვია მოწყობილობას, რომელზეც მობილური მოწყობილობა მაგრდება, შერჩეული ფოტო კი Polaroid-ისათვის დამახასიათებელი ვიზუალით მომენტალურად იბეჭდება. სამი ლინზის მეშვეობით, პრინტერი შერჩეულ ციფრულ ფოტოს პირდაპირ  მობილური ტელეფონის  ეკრანიდან აფიქსირებს, მას  ახალ ფოტოს უღებს,  ფირის აპარატის სტანდარტების შესაბამისად აკონვერტირებს და ბეჭდავს.  მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პრინტერთან ინტეგრირებამდე, შერჩეული ფოტო, Polaroid Lab-ისათვის განკუთვნილ  აპლიკაციაში გახსნას. 

მოწყობილობა თავსებადია  iOS 11-თან  და  მისი შემდგომ ვერსიებთან, ასევე Android 7-ის და მისი შემდგომი ვერსიების ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე  თითქმის ყველა სმარტფონთან. პრინტერი Micro USB-ის მეშვეობით იტენება. როგორც კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ერთი სრული დატვირთვით Polaroid Lab  თვის განმავლობაში, ინტენსიური გამოყენების პირობებშიც იმუშავებს.

Polaroid Lab მსოფლიო ტექნოლოგიურ ბაზარზე ხელმისაწვდომია 2019 წლის 10 ოქტომბიდან და მისი ფასი 130 ამერიკული დოლარია. როგორც პრინტერის შემქმნელები განმარტავენ,  მოწყობილობას მომხმარებელი არამხოლოდ ესთეტიკური მიზნით გამოიყენებს, არამედ ის ციფრულ  მოწყობილობებში გადატვირთული მეხსიერების პრობლემასაც გადაჭრის. 

კომენტარები

ბოლო ამბები