Thumbnail

Uber მომხმარებლებს მიტანის სერვისს შესთავაზებს

  • კომპანიის ახალი სერვისი 2020 წლიდან ამოქმედდება.
  • პროექტზე Uber კომპანია Cornershop-თან ერთად მუშაობს. 

Uber ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის შედეგად, პლატფორმა მომხმარებლებს მიტანის სერვისს შესთავაზებს. კომპანიის განცხადებით, Uber ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთ მსხვილ კომპანია Cornershop-თან ითანამშრომლებს და მიტანის სერვისის ამოქმედებას 2020 წლიდან შეძლებს. 

როგორც Uber-ის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, შემკვეთი შერჩეული რესტორნიდან სადილს, ან კონკრეტულ მაღაზიაში მითითებულ საჭირო სურსათს უმოკლეს ვადაში მიიღებს მისამართზე. ეს მომსახურება Uber-ს მომხმარებლის საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულ კომპანიად აქცევს. 

როგორც ცნობილია, Uber-სა და  Cornershop-ს შორის პარტნიორობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. ბიზნეს ექსპერტების შეფასებით, Uber-ის ახალი საქმიანობის ფინანსური მომავლის განსაზღვრა რთულია - სერვისმა შესაძლოა Uber-ის კაპიტალი გაზარდოს, ან პირიქით -  წარუმატებელი პროექტის შემთხვევაში, კომპანიას დიდი ფინანსური დარტყმა მიაყენოს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები