Thumbnail
  • ვირტუალური დამხმარე Yui ავტომობილის უსაფრთხოებაზე ზრუნავს
  • Toyota LQ-ს ავტონომიურობის მეოთხე საფეხური გააჩნია

Toyota ავტომობილს ახალი ვირტუალური დამხმარე ეყოლება. Toyota LQ-ს ვირტუალური დამხმარე Yui  ადაპტირებული იქნება შეასრულოს მძღოლის სხვადასხვა მოთხოვნა. იაპონურ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ “მომავლის ავტომობილში” გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ისეთი ალგორითმების შექმნას მიენიჭება, რომლებიც მძღოლს ტრანსპორტის მართვაში დაეხმარებიან.

Yui-ს შეუძლია შეარჩიოს სალონში ოპტიმალური ტემპერატურა, განათება. ასევე გაარკვიოს მძღოლის განწყობა მისი საუბრიდან გამომდინარე. ამას ერთად სისტემა უსაფრთხოებაზე ზრუნავს. თუ მძღოლს გზაში ჩაეძინა, მიუხედავად იმისა ჩართულია თუ არა ავტოპილოტი, მისი სავარძელი ვერტიკალურად იხრება და ცივი ჰაერის მასა გამოდის, რამაც საჭესთან მჯდომი ადამიანი უნდა გამოაღვიძოს.

Toyota LQ-ს ავტონომიურობის მეოთხე საფეხური გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი გზაზე დამოუკიდებლად მოძრაობს. თუმცა მძღოლს შეუძლია  საჭიროების შემთხვევაში თავად აიღო საჭის მართვა. Panasonic-თან თანამშრომლობით Toyota-მ შეიმუშავა ტექნოლოგია Automated Valet, რომელიც ავტომობილს საშუალებას აძლევს პარკირების ადგილზე მძღოლის ჩარევის გარეშე მივიდეს და განთავსდეს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები