Thumbnail

პერსპექტიულ სამედიცინო კვლევებს ალგორითმი გამოავლენს

  • ალგორითმის შერჩეულ კვლევას პრაქტიკული გამოყენება ექნება
  • სისტემა აშშ-ის ჯანდაცვის სფეროში უახლოეს პერიოდში ამოქმედდება

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის ინსტიტუტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს სპეციალური ალგორითმი, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში გამოიყენებენ. მისი მიზანია სხვადასხვა კვლევების შეფასება და დროული დანერგვა სამედიცინო კლინიკებში. ალგორითმი აფასებს სამეცნიერო სტატიებს და მათ შინაარსის მიხედვით ახარისხებს. სისტემა ახდენს არა მხოლოდ ტექსტის, არამედ მისი მომზადების დროს გამოყენებული წყაროების ანალიზს.

ალგორითმის მიერ გაკეთებული შეფასება დიდი ალბათობით ასახავს რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული სამეცნიერო სტატია. საბოლოო ჯამში სისტემამ უნდა უზრუნველყოს ყველაზე პერსპექტიული კვლევების შერჩევა, რომლებიც გამოადგებათ, როგორც მეცნიერებს, ასევე ბიზნეს წრეებს, რომლებიც სხვადასხვა სამედიცინო პროგრამებს აფინანსებენ. ალგორითმის გამოყენება აშშ-ის ჯანდაცვის სისტემაში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

უახლოეს მომავალში ალგორითმები არა  მხოლოდ სამეცნიერო სტატიების შეფასებას, არამედ მათ დაწერასაც შეძლებენ. ალგორითმი Wor2Vec გამოირჩევა იმით, რომ ასობით ათას სხვადასხვა პუბლიკაციას აანალიზებს და მის საფუძველზე სამეცნიერო სტატიას წერს. 

კომენტარები

ბოლო ამბები