Thumbnail

Taycan 4S - Porsche-ს ახალი ელექტრომობილი

  • Taycan 4S  საათში 249 კილომეტრს ფარავს. 
  • მოდელი საავტომობილო ბაზარზე  2020 წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება.

ძვირადღირებული სპორტული ავტომობილების გერმანულმა მწარმოებელმა Porsche-მ კომპანიის პირველი ელექტრომობილის -  Taycan-ის ახალი, შედარებით დაბალფასიანი ვერსია, სახელწოდებით Taycan 4S გამოუშვა. მანქანის ფასი 103,800 ამერიკული დოლარია. 

მიუხედავად იმისა, რომ Taycan 4S იმდენად მძლავრი მონაცემებით არ ხასიათდება, როგორც Taycan Turbo და Turbo S, ის საავტომობილო ბაზარზე, მაინც, ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი იქნება. ელექტრომობილს  522 ცხენის ძალა აქვს,  დამუხტვის სიმძლავრე კი, 79.2 კილოვატი საათშია. აღსანიშნავია, რომ  მომხმარებელს შეუძლია  Taycan 4S  გაძლიერებული ბატარეით -   110,380 ამერიკულ დოლარად  შეიძინოს. ამ შემთხვევაში, ავტომობილს  563 ცხენის ძალა ექნება,  დამუხტვის სიმძლავრე კი - 93.4 კილოვატი საათში.Taycan 4S  საათში 249 კილომეტრს გადის, 96 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისათვის კი,  სულ 3.8 წამი  სჭირდება. 

ამ ელექტრომობილით Porsche  ელექტროავტომობილების მოწინავე მწარმოებელი Tesla-ს  კონკურენტად განიხილება. Taycan 4S ავტობაზარზე 2020 წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება. ელექტრომობილის  წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. 


 

კომენტარები

ბოლო ამბები